---
title: "მუხლი 8. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/8"
law: "„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
article: "8"
identifier: "2911"
adopted: "2010-04-08"
consolidated_as_of: "2012-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, მუხლი 8 (consolidated as of 2012-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/8

1. ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემის საფუძველზე.

2. ტექნიკური რეგლამენტი ინსპექტირების შესახებ ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.

3. განსაზღვრული პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება: ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ვიზუალური დაკვირვებით, ყნოსვითი, სმენითი, შეხებისა და გემოვნური შეგრძნებების საფუძველზე; ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში; გ) ავარიის შემთხვევაში; დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/9.md
