---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/1"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/1

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.

3. დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/2.md
