---
title: "მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/10"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/10

დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე; გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე; დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან აღიარებულ მორალურ პრინციპებს; ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6 ter მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების სათანადო ნებართვა; ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს ანდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს გერბს, დროშას ან ემბლემას, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის 6 ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი, ამასთანავე, არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე; ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც ადგილობრივი რეგისტრაციის, ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220 საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. თავი II. განაცხადის წარდგენა, ექსპერტიზა და რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/11.md
