---
title: "მუხლი 11. განაცხადი — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/11"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. განაცხადი — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/11

1. განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი.

2. თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

3. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ (შემდგომში – განცხადება); ბ) დიზაინის გამოსახულებას.

5. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს აღწერილობას, რომელიც მხოლოდ განმარტებითი ხასიათისაა.

6. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალის უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით.

7. განაცხადი შეტანილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება და დიზაინის გამოსახულება.

8. განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/12.md
