---
title: "მუხლი 12. მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/12"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/12

1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი).

2. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი); ბ) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადები).

3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/13.md
