---
title: "მუხლი 14. განაცხადის ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/14"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. განაცხადის ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/14

1. საქპატენტი ატარებს განაცხადის ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ.

2. ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზების ჩატარებას, რომელთა ჩატარების წესი დგინდება ინსტრუქციით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/15.md
