---
title: "მუხლი 15. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/15"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/15

1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში.

2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარმოადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/16.md
