---
title: "მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/16"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/16

1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე და ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და აცნობებს განმცხადებელს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/17.md
