---
title: "მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/17"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/17

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სიახლის დადგენის შესახებ ექსპერტიზას.

2. საქპატენტი ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სიახლის დადგენისას ითვალისწინებს საქპატენტში შეტანილ და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებს.

3. სიახლის დადგენისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი დიზაინი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობას.

4. არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს შეუძლია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განაცხადში შემავალი დიზაინების ნაწილის მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/18.md
