---
title: "მუხლი 18. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/18"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/18

1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები; ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს; გ) განაცხადის განხილვის შეჩერება; დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/19.md
