---
title: "მუხლი 19. დიზაინის გამოქვეყნება — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/19"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. დიზაინის გამოქვეყნება — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/19

1. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი).

2. დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს ბიულეტენში.

3. დიზაინერის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/20.md
