---
title: "მუხლი 21¹. წინასწარი ძიება — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21-1"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "21^1"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹. წინასწარი ძიება — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 21¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21-1

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში საქპატენტში რეგისტრაციის ან დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით.

2. საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს აცნობებს დაინტერესებულ პირს მის მიერ წინასწარი ძიების მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. წინასწარი ძიების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/22.md
