---
title: "მუხლი 21. დიზაინის რეგისტრაცია — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. დიზაინის რეგისტრაცია — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21

1. თუ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ, საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში.

2. საქპატენტი რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.

3. მოწმობის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი.

4. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/21-1.md
