---
title: "მუხლი 23. მომსახურების საფასური — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/23"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. მომსახურების საფასური — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/23

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნებისთვის, წინასწარი ძიების მომსახურებისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური. [ 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის, მფლობელის უფლების აღდგენისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნებისთვის, წინასწარი ძიების მომსახურებისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური. ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.

3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1765 - ვებგვერდი, 30.06.2026წ. თავი III. საერთაშორისო დიზაინი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/24.md
