---
title: "მუხლი 25. საერთაშორისო დიზაინის ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/25"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საერთაშორისო დიზაინის ექსპერტიზა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/25

1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 29-ე−30 1 მუხლები. [ 1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 28 1 −30 1 მუხლები. ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. თუ დიზაინი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი ჰააგის შეთანხმებით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს.

3. საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე ვრცელდება ჰააგის შეთანხმების ნორმები. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1765 - ვებგვერდი, 30.06.2026წ. თავი IV. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/24-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/26.md
