---
title: "მუხლი 27. წინათსარგებლობის უფლება — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/27"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. წინათსარგებლობის უფლება — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/27

1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს დიზაინი მისი რეგისტრაციის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად იყენებდა ამ დიზაინს ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს დიზაინის მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.

4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/28.md
