---
title: "მუხლი 29¹. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების უკუძალა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/29-1"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "29^1"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29¹. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების უკუძალა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/29-1

დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს: ა) თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/30.md
