---
title: "მუხლი 30. პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/30"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/30

დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, ან ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის, ანდა მისი არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა დიზაინერის მიერ გამჟღავნებისა) საქპატენტის მიერ დიზაინის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, ან დიზაინერობის მითვისება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/29-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/30-1.md
