---
title: "მუხლი 31. დიზაინზე უფლებების გადაცემა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/31"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. დიზაინზე უფლებების გადაცემა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/31

1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.

2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.

3. დიზაინის ახალ მფლობელს არ შეუძლია დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/30-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/32.md
