---
title: "მუხლი 33. ინტერესთა კონფლიქტი — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/33"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ინტერესთა კონფლიქტი — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/33

1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს: ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე; ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.

2. დაუშვებელია დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. თავი V. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/34.md
