---
title: "მუხლი 34. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/34"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/34

1. ეს კანონი ვრცელდება იმ დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე: ა) რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ; ბ) რომლებიც ძალაშია ამ კანონის ამოქმედების დღისათვის.

2. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმის წარმოება, განიხილება 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს საპატენტო კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ.

21) დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/35.md
