---
title: "მუხლი 4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/4"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/4

1. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება.

2. სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.

3. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები მოიცავს ნებისმიერ დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას.

4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/5.md
