---
title: "მუხლი 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა და მოქმედების ვადა — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/5"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა და მოქმედების ვადა — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/5

1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა საქპატენტში რეგისტრაციის შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღიდან, ასევე ამ კანონის შესაბამისად, ჰააგის შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელების გზით.

2. საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინზე გაიცემა მოწმობა.

3. განმცხადებელი უფლებამოსილია საქპატენტში რეგისტრაციაში გაატაროს დიზაინი ერთი ან რამდენიმე 5-წლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/6.md
