---
title: "მუხლი 7. დიზაინი, რომელიც განპირობებულია მხოლოდ მისი ტექნიკური ფუნქციით, და ურთიერთშეკავშირებადი დიზაინი — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/7"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დიზაინი, რომელიც განპირობებულია მხოლოდ მისი ტექნიკური ფუნქციით, და ურთიერთშეკავშირებადი დიზაინი — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/7

1. დაცვა არ ვრცელდება დიზაინის იმ ნიშნებზე, რომლებიც: ა) განპირობებულია მხოლოდ მათი ტექნიკური ფუნქციით; ბ) დიზაინში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ზუსტად ისეთი ფორმითა და ზომით, რომ პროდუქტს, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, ჰქონდეს მეორე პროდუქტთან მექანიკურად შეკავშირების ან მის შიგნით, ირგვლივ ან საპირისპირო მხარეს განთავსების შესაძლებლობა ისე, რომ თითოეულ პროდუქტს შეეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დიზაინზე, რომელიც შესაძლებელს ხდის მრავალჯერადად აწყობას ან ურთიერთშეცვლადი პროდუქტების მოდულურ სისტემაში შეკავშირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/8.md
