---
title: "მუხლი 1 — „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“"
article: "1"
identifier: "matsne 92146"
adopted: "2010-06-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.

421) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქ-მედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 58 2 , 79 1 და 79 2 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 88-ე, 100 2 და 114 1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 129 1 , 144 3 , 144 4 და 144 5 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 155 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 164 5 და 179 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
