---
title: "მუხლი 3 — „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“"
article: "3"
identifier: "matsne 92146"
adopted: "2010-06-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, მუხლი 3 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92146-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
