---
title: "მუხლი 10. სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/10"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/10

1. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან; ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას; დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს; ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის; თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

2. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/11.md
