---
title: "მუხლი 12. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/12"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/12

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სადაზვერვო დაწესებულებას შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა სადაზვერვო დაწესებულებასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება იმ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით, რომელთანაც პირი კონფიდენციალურად თანამშრომლობს.

2. პირის, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს ან/და თანამშრომლობის შედეგად, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/13.md
