---
title: "მუხლი 13. იმ პირის უფლება - მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/13"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. იმ პირის უფლება - მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/13

1. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან , უფლება აქვს: ა) სადაზვერვო დაწესებულებასთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; ბ) სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სადაზვერვო დაწესებულების მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდში.

2. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სადაზვერვო დაწესებულებას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/14.md
