---
title: "მუხლი 14. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/14"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/14

1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, განისაზღვრება ამ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. თავი IV. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/15.md
