---
title: "მუხლი 2. სადაზვერვო საქმიანობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/2"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სადაზვერვო საქმიანობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/2

1. სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა.

2. სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა.

3. სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/3.md
