---
title: "მუხლი 5. სადაზვერვო საქმიანობის მიზნები, სფერო და ძირითადი მიმართულებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/5"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სადაზვერვო საქმიანობის მიზნები, სფერო და ძირითადი მიმართულებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/5

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. სადაზვერვო საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამ კანონით და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.

3. სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ კანონითა და ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6.md
