---
title: "მუხლი 6. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპები, მეთოდები და საშუალებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპები, მეთოდები და საშუალებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6

1. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა.

2. სადაზვერვო საქმიანობისას გამოიყენება როგორც ღია, ისე ფარული და სპეციალური მეთოდები და საშუალებები, რომელთა განსაკუთრებული ხასიათი განისაზღვრება ამ საქმიანობის პირობებით. თავი II. სადაზვერვო დაწესებულებები საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/7.md
