---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/1"
law: "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 92248"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, სააგენტოს მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სხვა, თანამდევ საკითხებს.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/2.md
