---
title: "მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/24"
law: "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 92248"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/24

1. იმ პირის სოციალური დაცვის საკითხი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.

2. იმ პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მას სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

4. არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირის ან/და ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
თავი VIII. სააგენტოს დაფინანსება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/25.md
