---
title: "მუხლი 8. სააგენტოს შემადგენლობა — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/8"
law: "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 92248"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სააგენტოს შემადგენლობა — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/8

1. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (სააგენტოს მოხელე), სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სააგენტოს მოხელე), აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მისი ქვედანაყოფების უფლებები და მოვალეობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5151 - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/9.md
