---
title: "მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/12"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "12"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/12

1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელია, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა − 9 წელი.

3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3960 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/13.md
