---
title: "მუხლი 22¹. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/22-1"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "22^1"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22¹. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 22¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/22-1

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ცენტრს წარუდგინოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისთვის წარსადგენი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.

4. აკრედიტაციის საბჭო სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/23.md
