---
title: "მუხლი 24². ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-2"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "24^2"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24². ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 24² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-2

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია: ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება; ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება; გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა; ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა; ვ) მობილობის ხელშეწყობა; ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-3.md
