---
title: "მუხლი 24⁴. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-4"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "24^4"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24⁴. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 24⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-4

1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი V. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/24-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/25.md
