---
title: "მუხლი 31. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა და გადახდილი საფასურის დაბრუნება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/31"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "31"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა და გადახდილი საფასურის დაბრუნება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/31

1. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება სამინისტროს აქტით.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამინისტროს აქტით დადგენილი საფასური.

3. სამინისტროს აქტით მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე .

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სამინისტროს აქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე.

5. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება სამინისტროს აქტით. თავი VIII. გარდამავალი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32.md
