---
title: "მუხლი 32⁴. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-4"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "32^4"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32⁴. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 32⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-4

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის განხორციელებაც, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე შეუძლებელია, შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-5.md
