---
title: "მუხლი 32⁶. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-6"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "32^6"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32⁶. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 32⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-6

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 24 1 მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საბჭოში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3960 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-7.md
