---
title: "მუხლი 32⁷. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-7"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "32^7"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32⁷. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 32⁷ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-7

1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.

2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 16 2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4300  – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/32-8.md
