---
title: "მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/7"
law: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
article: "7"
identifier: "3531"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/7

1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

2¹. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

2². პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით .

4. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93064-ganatlebis-khariskhis-ganvitarebis-shesakheb/8.md
