---
title: "მუხლი 17. უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/17"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "17"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/17

თუ საქართველოს კანონმდებლობა საქმის წარმოების შიდა კომპეტენციას არ ითვალისწინებს და ამავე დროს შეუძლებელია საქმის აღძვრა უცხო ქვეყანაში, ან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პროცესის იქ წარმოებას აზრი არა აქვს, კომპეტენტურია საქართველოს იმ ტერიტორიაზე არსებული სასამართლო, სადაც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა საბოლოო საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/18.md
