---
title: "მუხლი 18. შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/18"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "18"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/18

1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2. საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ: ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ; ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში.

3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.

4. შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის თაობაზე ბათილია. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/19.md
