---
title: "მუხლი 22. პიროვნული სტატუსი — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/22"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "22"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. პიროვნული სტატუსი — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/22

1. თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას.

2. თუ ფიზიკური პირი მოქალაქეობის არმქონეა ან შეუძლებელია მისი მოქალაქეობის დადგენა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/23.md
