---
title: "მუხლი 23. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/23"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "23"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/23

1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება. ეს წესი ვრცელდება ქორწინების შედეგად ქმედუნარიანობის გაფართოების შემთხვევებზეც.

2. საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება არ იწვევს ერთხელ შეძენილი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის შეზღუდვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/24.md
