---
title: "მუხლი 25. სამართლის გამოყენება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას და გარდაცვლილად გამოცხადებისას — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/25"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "25"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სამართლის გამოყენება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას და გარდაცვლილად გამოცხადებისას — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/25

1. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი განეკუთვნებოდა მისი სიცოცხლის შესახებ უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი.

2. თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი საქმის განხილვის პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი შეიძლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული იქნეს საქართველოს სამართლის მიხედვითაც, თუ ამისათვის არსებობს დასაბუთებული ინტერესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/26.md
